მიუსაფარი ცხოველების პრობლემა შიდა ქართლში | ხაშურის ცენტრალურ საავადმყოფოში დღეს დილით ცოფის აცრაზე 6 პირი მივიდა, 2 ახალი შემთხვევაა

გამოქვეყნდა:

მიუსაფარი ცხოველების პრობლემა შიდა ქართლში - ხაშურში მიუსაფარი ძაღლების მიერ, მოქალაქეების დაკბენის ფაქტები გახშირდა. "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფს ხაშურის ცენტრალურ საავადმყოფოში განუცხადეს, რომ მხოლოდ დილით, აცრის გამო კლინიკას 6-მა პაციენტმა მიმართა, 4 განმეორებით აცრაზე იყო, 2 კი ახალი შემთხვევაა.

მოქალაქეები ამბობენ, რომ ხელისუფლებამ შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადადგას. რეგიონში მუნიციპალური თავშესაფარი გორში ფუნქციონირებს, თუმცა, როგორც ხაშურელები ამბობენ, აუცილებელია თავშესაფარი ქალაქშიც გაკეთდეს. 

"ჯერ ბავშვი დაგლიჯა, მერე გავიგე ხაშურში ყვავილებში მუშაობს ერთი ქალბატონი, ის წააქცია და დაკბინა ძაღლმაო, ძალიან მომრავლდნენ, ჩვენ კი ვაჭმევთ ლუკმას, გადავუგდებთ ყველა და შევაჭმევთ, მაგრამ არ გამოდის ასე, დილით რომ გამოვდივარ მეშინია, რომ ძაღლი არ დამხვდეს გარეთ და არაფერი დამმართოს. თავშესაფარი უნდა იყოს და იქ უნდა იყვნენ ეს უპატრონო ძაღლები. ძალიან ხშირია, ბაზარში რამდენს უკბინა იცით?! ვერ წარმოიდგენთ და რამდენი ძაღლია ბაზარში ვერ წარმოიდგენთ, დაათვალიერეთ და ნახავთ", - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

გორში არსებული ცხოველების მუნიციპალური თავშესაფარი 4 ქალაქს ემსახურება. მოქალაქეები ამბობენ, რომ რეალურად პრობლემის გადაჭრა არ ხდება, რადგან ცხოველებს სტერილიზაცია-კასტრაციას უტარებენ და ისევ ქუჩაში აბრუნებენ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი