Telegram არხის, RESPUBLICA-ს ინფორმაციით, დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პარლამენტი რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკების გადაცემის საკითხის განხილვას 28 დეკემბერს გეგმავს.
ინფორმაცია ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემის განხილვის განახლების შესახებ მანამდე კიდევ ერთმა Telegram არხმა, ужная газета-მ გაავრცელა და დაწერა, რომ ე.წ ხელისუფლებას ე.წ შეთანხმების დამტკიცება ახალ წლამდე სურს.
როგორც Эхокавказа წერს, ბიჭვინთის აგარაკების საკითხის გააქტიურების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას წინ უძღოდა დროებით ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას შეხვედრა რეგიონში მოქმედ ახალგაზრდულ მოძრაობასთან "ჩვენი პიცუნდა", რომელიც რუსეთისთვის აგარაკების გადაცემას აქტიურად ეწინააღმდეგებოდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, აქტივისტებმა საკითხთან დაკავშირებით ბჟანიას პოზიციაზე ისაუბრეს: "ასლან გიორგიევიჩის პოზიცია არის, რომ პიცუნდა (ბიჭვინთა), რა თქმა უნდა, მადლიერების ნიშნად უნდა გადაეცეთ, რადგან აფხაზეთი დამოკიდებული ქვეყანაა და დამოუკიდებლად მხოლოდ ცოტა რამ შეუძლია. ჩვენ უკვე საკმარისი გავაკეთეთ საერთაშორისო აღიარებისთვის".