"ორჯერ მოვიდა მამამისი, ჩემს შვილს გაკაწრა ძაღლმა და იქნებ დააკვირდეთო, მითხრა რომ უნდა აეცრა მოზარდი" | თვითმხილველი

გამოქვეყნდა:

კახეთის გზატკეცილზე ცოფიანი ძაღლის მიერ გაკაწრული მოზარდის იდენტიფიცირება ამ დრომდე ვერ ხერხდება. მომხდარს შემთხვევის ადგილას არსებული მაღაზიის გამყიდველი შეესწრო, რომელიც ჰყვება, რომ მას ბიჭის მშობელთან კომუნიკაცია რამდენიმე დღის განმავლობაში ჰქონდა. 

როგორც ის ამბობს, მოზარდის მამა მასთან ორჯერ მივიდა, რათა ძაღლის მდგომარეობა გაეგო.

"როგორც მე გადმომცა, თავზე მოეფერა ძაღლს და ხელზე გაკრა კბილიო. სავარაუდოდ ძაღლი არ იყო დაჩიპული. მამამისი შემოვიდა ჩემთან მაღაზიაში და მთხოვა, რომ ჩემს შვილს თითზე გაკაწრა მიუსაფარმა ძაღლმა და იქნებ დააკვირდეთ ამ ძაღლს, თუ ამ ტერიტორიაზე მოძრაობსო, მე შემოვივლი და გავიგებ ინფორმაციასო. აღნიშნული პიროვნება ჩემთან ორჯერ მოვიდა ამ ამბის შემდეგ. ბოლოს როდესაც მოვიდა ჩემთან, დაახლოებით 10 დღე იყო უკვე გასული ამ ამბის შემდეგ. თვითონ მე როგორც მახსოვს, მითხრა რომ უნდა აეცრა ეს მოზარდი. ბიჭი იყო დაახლოებით 17-18 წლამდე. ამის შემდეგ აღარ გამოჩენილა, ის გახარებული წავიდა, რომ ძაღლი იყო ცოცხალი. სამწუხაროდ, ამ ამბის შემდეგ, მისი წასვლის შემდეგ, დაახლოებით 10 დღის შემდეგ ეს ძაღლი ვნახე მკვდარი. მე ეს შევატყობინე სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხელ ხაზს"- ამბობს თვითმხილველი. 

გუშინ, 19 დეკემბერს, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა განცხადება, რომ იძებნება მოზარდი, რომელიც კახეთის გზატკეცილზე, ძაღლმა გაკაწრა, რადგან ძაღლს ცოფი დაუდასტურდა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი