"იარაღის ერთობლივი წარმოება NATO-ს ქვეყნებთან ერთად უკვე მიმდინარეობს" | დანილოვი

გამოქვეყნდა:

უკრაინისა და NATO-ს მიერ იარაღის ერთობლივი წარმოება უკვე მიმდინარეობს, - ამის შესახებ განცხადება უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა ტელემარათონის ეთერში გააკეთა.

"იარაღის ერთობლივი წარმოება NATO-ს ქვეყნებთან ერთად უკვე მიმდინარეობს. სხვა საკითხია, რომ ეს წარმოება მაქსიმალურად უნდა გავზარდოთ, თუმცა ეს ტექნიკური პროცესია, რომელსაც შესაბამისი ინსტიტუტები და ადამიანები ამუშავებენ", - თქვა დანილოვმა ეთერში.

მისივე თქმით, დღეს უკრაინა შეესაბამება იმ სტანდარტებს რაც NATO-ში არსებობს.

შეგახსენებთ, რომ უკრაინამ და აშშ-მ მიმდინარე წლის 7 დეკემბერს შეიარაღების საერთო წარმოების შესახებ მემორანდუმი გააფორმეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი