სპეცოპერაცია გორის მუნიციპალიტეტში | დაკავებულია 4 ოჯახის 8 წევრი

გამოქვეყნდა:

ხე-ტყის უკანონო გაჩეხვის გამო შიდა ქართლში სპეცოპერაცია სოფელ ატენში ჩატარდა - დაკავებულია 4 ოჯახის 8 წევრი, მათგან ექვსს ხე-ტყის უკანონო მოპოვებას, ხოლო ორს სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან. სპეცოპერაცია გამთენიისას ჩატარდა. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ პოლიციამ მათ წინააღმდეგ ძალა გამოიყენა და უფლებამოსილებას გადაამეტა. 

დაკავებულები ხაშურისა და ბაკურიანის წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.

"ჩემი შვილი წაიყვანეს, უცბად შევარდნილან სახლში, ეძინა, გადმოუგდიათ საწოლიდან, გადმოუბრუნებიათ რამდენიმე კაცს, ფეხშველი ფეხით ეგრევე ჩასვეს და წაუყვანიათ, უნდა გადაეღო ეს რძალს, ეგრევე ხელი გადამიგრიხეს, გამომტაცეს ტელეფონი და წამართვესო", - ამბობს ერთ-ერთი დაკავებულის ოჯახის წევრი, სოფო ბარჯაძე.

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი