"გვამუშავეს და ხელფასი რომ მოვითხოვეთ, გვითხრეს, არ გვაქვსო" | ავტომაგისტრალზე დასაქმებული მუშების აქცია

გამოქვეყნდა:

ავტომაგისტრალზე დასაქმებულმა მუშებმა სამტრედიაში საპროტესტო აქცია გამართეს.
სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთზე დასაქმებულების თქმით, 7 თვეა კუთვნილი ხელფასი არ აუღიათ. 

“გვამუშავეს რამდენიმე თვე და ხელფასი რომ მოვითხოვეთ, გვითხრეს, არ გვაქვსო. იმის მერე თვეები გავიდა და თანხა ისევ არ მიგვიღია. ახალი წელი მოდის, ისევე მოვედით, მოვიკითხეთ, ისეც გვითხრეს, რომ მოსაცემი თანხა არ აქვთ. ჩვენ რა დავაშავეთ, ფული თუ არ ჰქონდათ, რატომ დაგვიქირავეს?!” – აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

60-მდე პირი კომპანია “იქს ენერჯი გრუპმა” დაიქირავა, რომლის ხელმძღვანელიც აცხადებს, რომ დასაქმებულებს ანაზღაურებას არ აძლევს, რადგან ქვეკონტრაქტორისგან თანხა მასაც არ მიუღია.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი