ქალზე ძალადობაში ბრალდებული კახა აბუაშვილი, იგივე კაბუ წინასაახალწლოდ ახალციხეში იმღერებს - ინფორმაციას და ღონისძიებების პროგრამას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით ირკვევა, რომ კაბუ ახალციხეში 27 დეკემბერს იმღერებს.
შეგახსენებთ, რომ კაბუ 26 ნოემბერს დააკავეს. ბრალდება მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია), 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა) და 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) წარედგინა.
მოგვიანებით ის 10 ათასლარიანი გირაოს საფუძველზე სწორედ იმ მოტივით გაათავისუფლეს, რომ "ხელოვანია და საახალწლოდ არაერთ ღონისძიებაში მონაწილეობა აქვს დაგეგმილი".