"შენ ხარ ნოლი... ამის გადაცემა რატომ არის დარჩენილი არხზე?!" | ხმაური და დაპირისპირება საზმაუს ბორდის სხდომაზე

გამოქვეყნდა:

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. არხის პოლიტიკური მიმართულების ხელმძღვანელისთვის მიუღებელი აღმოჩნდა საბჭოს ნეიტრალური წევრების მიერ დასმული შეკითხვები იმასთან დაკავშირებით, ხომ არ უკავშირდება მაუწყებელზე კონკრეტული გადაცემების დახურვა სახელისუფლები პოლიტიკის დაკვეთას.

არხის მენეჯმენტი, რომელიც წლიურად ბიუჯეტიდან 100 მლნ ლარამდე იღებს, სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს უცხადებს, რომ მას არავის გასაკონტროლებელი არასფერი სჭირს.

"შენი მაყურებელი კი არ არის, საქართველოს მაყურებელია, რომელიც შენ გიხდის ხელფასს, რომელიც არ გეკუთვნის, ნულოვანი რეიტინგი გაქვს. შენზე დახარჯული ფული არის წყალში გადაყრილი ფული... შენ ხარ ნოლი... ამისი გადაცემა რატომ არის დარჩენილი არხზე?!", - მიმართა სხდომაზე ლიკა ბასილაია-შავგულიძემ გიორგი გვიმრაძეს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი