2024 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა | ხმაური და დაპირისპირება რუსთავის საკრებულოში

გამოქვეყნდა:

ხმაური და დაპირისპირება იყო დღეს რუსთავის საკრებულოს სხდომაზე. საკრებულოს უმრავლესობისთვის, რომელიც ოპოზიციური პარტიებითაა დაკომპლექტებული, მიუღებელი აღმოჩნდა მუნიციპალიტეტის მერის მიერ წარმოდგენილი 2024 წლის ბიუჯეტის პროექტი. "ოცნების" ოპონენტები ფიქრობენ, რომ ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი რუსთავისა და მისი მოქალაქეების გამოწვევებს ვერ პასუხობს.

"სადაც ვცხოვრობ, იმ კორპუსში ანუ ჩემსავით არიან მოქალაქეები, არ აქვთ დაკანონებული ფართი, არ აქვთ კომუნიკაცია, გაზი და შუქი. ასევე წყალი. მე ორ განცხადებაზე მომივიდა უარი და რავიცი, როგორღაც უნდა მოვსულიყავი თქვენამდე და მომეწვდინა ეს ხმა. ამდენი ხნის მანძილზე 7 შვილი ისე გავზარდე, რომ მრავალშვილიანების დახმარება არ ამიღია. სახლი არავისთვის მითხოვია, არაფერი. მოვედი აქამდე და იქნებ დამეხმაროთ", - მიმართა მოქალაქემ საკრებულოს წევრებს.

 მოქალაქეების თხოვნებსა და პრეტენზიებს საკრებულოს თავმჯდომარემ უპასუხა: "ბიუჯეტში შემდგომაც იქნება ცვლილებები და თქვენი საკითხი შეიძლება შემდგომაც, მარტში, თებერვალში, იყოს განხილული. რაც შეეხება დისკრიმინაციას და პირდაპირ მე მეხება, მუნიციპალიტეტი ვალში არ არის თქვენთან იმიტომ რომ თქვენ საცხოვრებელი ფართიც გადმოგეცათ, თან გაგირემონტდათ და დემაგოგიას აქ შეეშვით".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი