მოლდოვა 2024 წლის ბოლომდე დსთ-ს დატოვებას აპირებს

გამოქვეყნდა:

მოლდოვა 2024 წლის ბოლომდე რუსეთთან დაკავშირებული სავაჭრო და პოლიტიკური ორგანო, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის, დსთ-ს დატოვებას აპირებს. ამის შესახებ მოლდოვას საგარეო პოლიტიკისა და ევროინტეგრაციის კომისიის ხელმძღვანელმა დოინა გერმანიმ ტელეკომპანია Exclusiv-ის ეთერში ისაუბრა.

მისი ინფორმაციით, ქვეყანა მომავალი წლის ბოლომდე დსთ-დან ყველა დარჩენილი დადებული შეთანხმების დენონსირებით [საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების ცალმხრივად შეწყვეტის ფორმა] გამოვა. 

პარალელურად, დოინა გერმანის თქმით, მოლდოვა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ, დაეწყო გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები უკრაინასთან და მოლდოვასთან, ევროკავშირში ინტეგრაციის პროოცესს იწყებს. 

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი