"ქართული ოცნება" საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს ინფორმაციას, რომელიც ადასტურებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ფაქტობრივად რეაგირების გარეშე დატოვა ბერლინის შეთავაზება ჩვენი თანამოქალაქეების დასაქმების შესახებ. საუბარია პროფესიონალი კადრების ლეგალურ მუშაობაზე გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში და შესაბამის ანაზღაურებაზე. გერმანული მედიის ცნობით, "ქართული ოცნების" მთავრობამ საერთოდ არ მიაქცია ყურადღება დასაქმების პროექტს და ფაქტობრივად ბერლინს პასუხიც კი არ გასცა.