აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი საქართველოს ტერიტორიების გასასხვისებლად ემზადება, "ქართული ოცნება" კი განცხადების გაკეთებასაც არ მიიჩნევს საჭიროდ. ხელისუფლების უმაღლესმა ლიდერებმა ბიჭვინთის აგარაკების გასხვისებასთან დაკავშირებით დუმილი მხოლოდ მედიის მიერ დასმული შეკითხვის შემდეგ დაარღვიეს და განაცხადეს, რომ მმართველი პარტია ყველა ბერკეტს იყენებს საოკუპაციო რეჟიმის შესაჩერებლად, თუმცა კონკრეტულად რას - ეს აღარ კონკრეტდება. აგარაკების გასხვისების საკითხს ე.წ. პარლამენტი თვის ბოლოს გადაწყვეტს და დიდი ალბათობით, 200 ჰექტრამდე ტერიტორია პირადად ვლადიმერ პუტინს გადაეცემა.