სამტრედია-გრიგოლეთის ავტომაგისტრალზე მიმდინარე სამუშაოებზე დასაქმებულები კუთვნილ ანაზღაურებას მოითხოვენ. ავტომაგისტრალის მშენებლებს პრეტენზიები აქვთ "იქს ენერჯი გრუპთან", რომელსაც უკვე 7 თვის დავალიანება დაუგროვდა და ვერ ასახელებს თარიღს, როდისაც შეძლებს მათთვის გამომუშავებული თანხის გადახდას.
თუმცა, თავის მხრივ, სამშენებლო კომპანიის დირექტორი, რომელიც "ქართული ოცნების" შემწირველია, პასუხისმგებლობას იხსნის და ყველა პრეტენზიას ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ამისამართებს.
ავტორები: ირაკლი ვაჩიბერაძე, ნინი ჟიჟიაშვილი