უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გაეროს გენერალურ მდივანს ტელეფონით ესაუბრა. პრეზიდენტმა გაეროს წარმომადგენელი მშვიდობის ფორმულის მეოთხე შეხვედრაზე მონაწილეობის მისაღებად მიიწვია. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ზელენსკიმ თავად დაწერა:
"ჩვენი ზარის დროს გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა და მე განვიხილეთ ნაბიჯები შავ ზღვაში სამოქალაქო ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მე მოვიწვიე გაეროს წარმომადგენელი მრჩეველთა მშვიდობის ფორმულის მეოთხე შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად და მადლობა გადავუხადე გაეროს ზამთრის სეზონის ცალკე გეგმისთვის. მე ასევე აღვნიშნე, რომ უკრაინა ელოდება გაეროს ჰუმანიტარული რეაგირების გეგმის მიღებას 2024 წლისთვის." - წერს ზელენსკი.
დღესვე, ზელენსკიმ იაპონიის ელჩსაც უმასპინძლა:
"დღეს მე მივიღე იაპონიის ელჩი უკრაინაში მაცუდა კუნინორი, რათა მადლობა გადავუხადო იაპონიას წამყვანი როლისთვის G7-ის პრეზიდენტობის დროს. უკრაინა აფასებს იაპონელი ხალხის მხარდაჭერას. ჩვენ მადლობელი ვართ მათი ყოვლისმომცველი უსაფრთხოებისა და მაკროფინანსური დახმარებისთვის. მოხარულები ვართ, რომ ჩვენს გვერდით ასეთი ძლიერი მოკავშირე გვყავს." - წერს ზელენსკი.