ხანძარი ბათუმში | სახლში დატოვებული ანთებული ნაძვის ხე დაიწვა, რის შემდეგაც ცეცხლი ბინას მოედო

გამოქვეყნდა:

ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე, სახლში დატოვებულ ანთებულ ნაძვის ხეს ცეცხლი გაუჩნდა, რის შემდეგაც ხანძარი ბინას მოედო - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ტელევიზია TV25 ავრცელებს

როგორც მედიასაშუალება თვითმხილველზე დაყრდნობით წერს, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა სახლში არავინ იმყოფებოდა. სახანძრო-სამაშველო სამსახური კი მეზობლებმა გამოიძახეს.

"სახლში არავინაა, გასულები არიან, ნაძვის ხე განათებული დაუტოვებიათ და ცეცხლი გაუჩნდა. მეზობლებმა გამოიძახეს სახანძრო, მაშველები მუშაობენ." - ამბობს თვითმხილველი.

ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.

ფოტო: TV25.GE

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი