ილია ფილფანს 40 დღეა ეძებენ

გამოქვეყნდა:

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერიდან დაკარგულ 13 წლის ილია ფილფანს 40 დღეა ეძებენ. მოზარდი 18 ივლისს სახლიდან ველოსიპედით გავიდა და ამის შემდეგ მისი კვალი დაიკარგა. 

სვანეთში გაუჩინარებული მოზარდის ძებნის ფარგლებში უკვე შემოწმდა 7 მდინარის კალაპოტი და 18 სოფლის მიმდებარე ტერიტორია. სამძებრო სამუშაოებში დღემდე 80-ზე მეტი მაშველი მონაწილეობს.

მოზარდის გაუჩინარებაზე გამოძიება 143-ე მუხლით დაიწყო, რაც არასრულწლოვნის მიმართ თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს წინასწარი შეცნობით.

სტატისტიკური მონაცემებით, 2020 წლის იანვრიდან ამ დრომდე ეძებენ 20 ადამიანს, მათ შორის სამი არასრუწლოვანია. 8 გაუჩინარებული კი გარდაცვლილი იპოვეს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი