ევროკავშირი უკრაინას 500 ელექტრო გენერატორს უგზავნის - ევროკომისიის გავრცელებული ინფორმაციით, გენერეტორები უზრუნველყოფენ ენერგომომარაგებას და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისების მუშაობის შენარჩუნებას.
"ჩვენ ვაგზავნით ელექტროენერგიის დამატებით 500 გენერატორს უკრაინაში, რითაც გაგზავნილი გენერატორების რაოდენობა, ჯამში 5 500-ს გადააჭარბებს, რათა უკრაინამ უზრუნველყოს საკმარისი ენერგომომარაგება და შენარჩუნდეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისების მუშაობა", - აღნიშნულია განცხადებაში.
უკრაინაში გაგზავნილი 500 გენერატორის ღირებულება 16,5 მილიონი ევროა.