"ჭარბი კომფორტი აქვს..." | მიხეილ სააკაშვილის ციხეში გადაყვანაზე "ოცნებაშიც" ალაპარაკდნენ

გამოქვეყნდა:

აბრუნებენ თუ არა მიხეილ სააკაშვილს ციხეში? ქართული ოცნების ყოფილი პრემიერ მინისტრის განცხადებას დღეს უკვე მმართველი პარტია აყვა. გიორგი გახარიას შემდეგ ირაკლი კობახიძე აქტიურად იწყებს საუბარს მესამე პრეზიდენტის საპატიმროში დაბრუნების თემაზე. 

ჯერჯერობით ხელისუფლება მკაფიო პასუხის გაცემისგან თავს იკავებს. ქართული ოცნების ლიდერებს ისრები შესაბამისი უწყებებისკენ გადააქვთ, თუმცა აცხადებენ რომ ექსპრეზიდენტი თავს ზედმეტად კომფორტულად გრძნობს. ამის პარალელურად კი გახარიას გუნდი ბოლო რამდენიმე დღეა ერთმანეთის მიყოლებით აწყობს ბრიფინგებს სააკაშვილის ციხეში გადაყვანის მოთხოვნით.

"მე მგონია, რომ სააკაშვილს აქვს ჭარბი კომფორტი იმიტომ, რომ მას არ ეკუთვნის, ობიექტურად, მე ასე მგონია, საავადმყოფოში ყოფნა. გამომდინარე იქიდან, მას არავითარი შესაბამისი დაავადება არ აქვს....შესაბამისი უწყებები იღებენ ამ თემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს - თქვა დღევანდელ ბრიფინგზე "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

გახარიას პარტია ქართულ ოცნებას მიმართავს, რატომ არღვევს სახელმწიფო ქართულ კანონმდებლობას და უცხო ქვეყნის მოქალაქეს სასამართლოს პროცესებიდან აძლევს საარჩევნო კამპანიის წარმართვის საშუალებას.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი