"არ იქნება 2024-ში, იქნება 2025-ში" | EU-სთან მოლაპარაკებების ეტაპზე გადასვლის "ოცნებისეული" გეგმა და რეალობა

გამოქვეყნდა:

მმართველი პარტია კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ კვლავ ნულოვანი აქტიურობის დონეზე რჩება. 9 პუნქტის შესრულება, მოლაპარაკებების გახსნა ევროკავშირში გაწევრიანებაზე, ვადები და სამოქმედო გეგმები - ქართულ ოცნებაში არაფერი იციან იმაზე თუ როგორ უნდა იმოქმედოს ხელისუფლებამ:

"არ იქნება 2024-ში, იქნება 2025-ში, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ 2024-ში უნდა იყოს უკვე მიღებული ეს გადაწყვეტილება...ჩვენ ყველა შემთხვევაში დავამტკიცეთ, რომ როგორი ტურბულენტური პოლიტიკური პროცესებიც არ უნდა გავიაროთ, საბოლოო ჯამში, ვახერხებთ მიზნის მიღწევას. ეს გამოჩნდა ძალიან კარგად კანდიდატის სტატუსის შემთხვევაში. იყო რთული პროცესები, ურთულესი პროცესები, მაგრამ ეს პროცესები ჩვენ მივიყვანეთ წარმატებამდე, კანდიდატის სტატუსის მიღებამდე. იგივე დაპირება შეგვიძლია გავცეთ საზოგადოების მიმართ მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით. როდის იქნება ეს, არის ცალკე საკითხი, მაგრამ მოლაპარაკებები აუცილებლად გაიხსნება და ჩვენ დარწმუნებული ვართ, გარანტირებულად შემიძლია გითხრათ, რომ უკრაინასა და მოლდოვაზე ადრე შევალთ ევროკავშირში." ამტკიცებს "ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი