ყველა რუსმა პილოტმა უნდა იცოდეს, როგორ ვუპასუხებთ თითოეულ რუს მკვლელს | ზელენსკი 3 რუსული CУ-34 -ის განადგურებაზე

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი მადლობას უხდის უკრაინელ სამხედროებს სამი რუსული ავიაგამანადგურებლის ჩამოგდებისთვის:

მადლობას ვუხდი ჩვენს ჯარისკაცებს, რომლებმაც სამი რუსული ავიაგამანადგურებელი ერთდროულად გაანადგურეს სამხრეთის მიმართულებით - ჩვენს ხერსონის რაიონში. ჩვენი საჰაერო ძალების და უშუალოდ ოდესის საზენიტო სარაკეტო ბრიგადის შედეგი. მადლობა ბიჭებო! ყველა რუსმა პილოტმა უნდა იცოდეს, როგორ ვუპასუხებთ თითოეულ რუს მკვლელს: არცერთი მათგანი დაუსჯელი არ დარჩება“.ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი ომის 667-ე დღის ბოლოს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

შეგახსენებთ, უკრაინამ 22 დეკემბერს სამი რუსული CУ-34 ჩამოაგდო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი