მინიმალური ხელფასი როგორც ადამიანის უფლება - საქართველოში დღესდღეობით მრავალი ადამიანის შრომის ანაზღაურება იმდენად დაბალია, რომ მათ ფიზიკურ საბაზისო საჭიროებებსაც კი ვერ აკმაყოფილებს. ეს მდგომარეობა კი ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალს, რომლის თანახმად, ყველა დასაქმებული პირი მის მიერ გაწეული შრომის სანაცვლოდ ღირსეულ ანაზღაურებას უნდა იღებდეს.
საერთაშორისო სტანდარტები და პერსპექტივები საქართველოსთვის, დეტალურად შეისწავლა ორგანიზაცია სოციალური სამართლიანობის ცენტრმა, რომლის დასკვნაშიც ნათქვამია, რომ მთავრობამ უნდა გადადგას ნაბიჯები და მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება მინიმალური ხელფასის კონკრეტული დონის განსაზღვრის შესახებ.
"სოციალური სამართლიანობის ცენტრის" კვლევა სრულად