ევაკუაცია პრაღის აეროპორტში | პოლიციამ ბომბის არსებობის შესახებ ინფორმაცია მიიღო

გამოქვეყნდა:

ჩეხეთის პოლიციის ინფორმაციით, პრაღის ვაცლავ ჰაველის სახელობის აეროპორტიდან დღეს  მცირე ხნით, მგზავრების ევაკუაცია გახდა საჭირო. პოლიციის განცხადებით, ანონიმმა ტელეფონით აეროპორტის მე-2 ტერმინალის შენობაში ხუთი ბომბის შესახებ აცნობა.

საჭირო გახდა აეროპორტის ევაკუაცია, საბოლოოდ კი შენობაში ასაფეთქებელი ნივთიერება არ აღმოჩნდა. პოლიცია ცრუ შეტყობინების ავტორის დადგენას ცდილობს.

შეგახსენებთ 21 დეკემბერს პრაღაში, კარლის უნივერსიტეტის სტუდენტმა ამავე უნივერსიტეტში შეიარაღებული თავდასხმა მოაწყო და 14 ადამიანი მოკლა, თვითონ კი ერთ-ერთი ინფორმაციით, თავი მოიკლა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი