თბილისში, ნინოშვილის ქუჩაზე, ქარმა საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა

გამოქვეყნდა:

უამინდობამ პრობლემები შექმნა დედაქალაქშიც - ძლიერმა ქარმა თბილისში, ნინოშვილის 21 ნომერში, წუხელ საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა. შემთხვევის დროს სახლში ოჯახის რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა, თუმცა სახურავის ჩამონგრევისას მათ ეზოში გასვლა მოასწრეს და არავინ დაშავებულა.

"სტიქიის დროს სახლში არ ვიყავი, შვილთან ერთად ვიყავი გასული, რომ მოვედი ვნახე საშინელება.. დარეკეს, მაშინვე მოვიდა პატრული, სხვათა შორის...იმის შემდეგ არავინ აღარ მოსულა საერთოდ. ველოდებით დილას, თუმცა არ ჩანს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, არავინ არ მოსულა. როგორც გავიგე მოსულან და უთქვამთ, ჩვენ ვეხმარებით იმათ, ვინც ამ მომენტში საფრთხის წინაშეო და აი, ნახე, თუ როგორი საფრთხის წინაშე იყო ოჯახი, ღია ცის ქვეშ არიან ახლაც და ბედის ანაბარა იყო ოჯახი..." - ამბობს ერთ-ერთ ადგილობრივი.

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი