დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიციური ჯგუფები ასლან ბჟანიას გადაყენებით იმუქრებიან. მიზეზი ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემის გადაწყვეტილებაა, რომლის შესახებ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ხელისუფლება შეთანხმების გაფორმებას დაჩქარებულ წესით ახალ წლამდე გეგმავს. საუბარია ბიჭვინთის 180 ჰექტარზე მეტ მიწის ფართობზე, რომლის გადაცემა ასლან ბჟანიას პირადად ვლადიმერ პუტინისთვის სურს.
აფხაზეთის მოსახლეობა საერთო წერილითა და განცხადებით მიმართავს მარიონეტული რეჟიმის ე.წ ლიდერს, ასლან ბჟანიას, რომ უკან გაიწვიოს რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკების გადაცემა, წინააღმდეგ შემთხვევაში საპროტესტო აქციებს აანონსებენ, რადგან მათი თქმით ეს ეწინააღმდეგება მათ ეროვნულ ინტერესებს.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გადადგას ქმედითი ნაბიჯები და სამართლებრივი შეფასება მიეცეს ყველაფერს.
"აფხაზეთის ომის შემდეგ პირველი შემთხვევაა, როდესაც დება საქართველოს კუთვნილი ქონების გადაცემა რუსეთის ფედერაციაზე. კერძოდ, ჰააგის მიერ ძებნილ პუტინზე რაც ყველაფერი მიუღებელია. საქართველოს მთავრობამ უნდა შეიმუშაოს გარკვეული ქმედებები ამის საწინააღმდეგოდ. ესა პირველი, რომ ჩვენი პარტნიორები დააყენონ საქმის კურსში, რომ ხდება ჩვენი კუთვნილი ტერიტორიების ანექსია და ჩვენი კუთვნილი ქონების გადაცემა. მეორე, უნდა მოხდეს სამართლებრივი შეფასება იმისა, თუ როგორ ხდება. ე.წ პარლამენტის მიერ გადაფორმება საქართველოს კუთვნილი ტერიტორიების რუსეთისთვის გადაცემა, რადგან თუ ამას არ მოჰყვა სამართლებრივი შეფასება ეს იქნება მომავალში პრეცედენტი მომავალში რუსეთის და სეპარატისტების მხრიდან "- ამბობს "საქართველოს ევროპელი დემოკრატების" თავმჯდომარე, პაატა დავითაია.
ცნობისთვის, ბიჭვინთის აგარეკების რუსეთისთვის გადაცემაზე დროებით ოკუპირებული ე.წ აფხაზეთის პარლამენტი 28 დეკემებრს იმსჯელებს.