გერმანიაში, თამბაქოს აპარატიდან მონეტების ქურდობის ბრალდებით, სამი ქართველი დააკავეს

გამოქვეყნდა:

გერმანიაში, თამბაქოს აპარატიდან მონეტების ქურდობის ბრალდებით, სამი ქართველი დააკავეს. გერმანიის პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ 22 დეკემბერს, გამთენიისას, დაახლოებით დილის 03:30 საათზე, ერთ-ერთმა ადგილობრივმა სამი კაცი შეამჩნია, რომლებიც სიგარეტის აპარატს ძარცვავდნენ.  

როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, მიუნხბერგის პოლიციამ პოლონური რეგისტაციის მქონე ავტომობილი მალევე იპოვა, შემოწმებისას კი მანქანაში დიდი რაოდენობით მონეტები აღმოჩნდა.

23, 28 და 32 წლის ქართველები პოლიციამ ადგილზე დააკავა. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. 

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი