სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა მომიტინგეების დასაშლელად, მას შემდეგ, რაც პროტესტის მონაწილეების ნაწილმა ჩაამსხვრია მერიის შენობის შუშები, ისროლეს კვერცხები და სცადეს უწყებაში შეჭრა.
ოპოზიციონერი აქტივისტები ამბობენ, რომ პოლიციამ კვირას გადაჭარბებული ძალა გამოიყენა. დემონსტრანტები გასულ შაბათ-კვირას ჩატარებული საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვენ. ისინი სკანდირებდნენ "ვუჩიჩი პუტინია". სერბეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ ბრალდებები სიცრუეა. მან არეულობის მონაწილეებს "ავაზაკები" უწოდა და თქვა, რომ ისინი სახელმწიფოს დესტაბილიზაციას ვერ მიაღწევენ.
საერთაშორისო დამკვირვებლებმა განაცხადეს, რომ არჩევნები უსამართლო იყო.
მოგვიანებით პოლიციამ ხალხი ქალაქის ცენტრიდან გააძევა და რამდენიმე დემონსტრანტი დააკავა. დაშავებულების შესახებ დაუყოვნებელი ცნობები არ გავრცელებულა.