თბილისში, ორბელიანის მიმდებარედ ხანძარი იყო | დაღუპულია ერთი ადამიანი

გამოქვეყნდა:

თბილისში, "ბაზარი ორბელიანის" მიმდებარედ ხანძარი იყო. ცეცხლი სულხანიშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში გაჩნდა. ადგილზე სამაშველო და სახანძრო ეკიპაჟები იყვნენ მობილიზებულები.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში "მთავარი არხის" ვებგვერდს უთხრეს, რომ ცეცხლი გვიან ღამით გაჩნდა, დაღუპულია ერთი ადამიანი.

არსებული ინფორმაციით, ხანძრის დროს სახლში 3 ადამიანი იმყოფებოდა. ახალგაზრდა კაცმა და ქალმა სახლის დატოვება მოასწრეს, თუმცა მათ 83 წლის კაცის გადარჩენა ვერ მოახერხეს.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი