უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა საშობაო მილოცვაში თქვა, რომ კრიმინალური რუსული რეჟიმი ვერასოდეს განახორციელებს უკრაინის განადგურების გეგმებს.

"კრემლის ტერორისტულ-საოკუპაციო რეჟიმი ვერასოდეს განახორციელებს ჩვენი სახელმწიფოებრიობის, ტრადიციებისა და იდენტობის განადგურების მზაკვრულ გეგმებს. უკრაინელები ძლიერი ერია, რომელსაც შეუძლია ყველაფრის გადალახვა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გზაზე", - დაწერა ბუდანოვმა.

ბუდანოვმა იმედი გამოთქვა, რომ 2024 წელი უკრაინელი დამცველების უწყვეტი ბრძოლის, გმირობისა და გამბედაობის წელია, რომელიც უკრაინას მოუტანს დიდი ხნის ნანატრ გამარჯვებას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი