"მთავარი არხი" დღეს დილიდან ცდილობს "ერ ტე დეს" დირექტორთან, ლუხუმ ქართლოსიშვილთან, დაკავშირებას, რომელიც წერეთლის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებულ ბექა ყორშიას რეპორტაჟში მოხვდა.
ქართლოსიშვილი კომპანიის მისამართზე არ დაგვხვდა. კომპანიის ერთ-ერთი წარმომადგენელი კი ჩვენთან სატელეფონო საუბრისას ამტკიცებს, რომ ყორშიას რეპორტაჟი დამონტაჟებული და ფალსიფიცირებულია.
"იყო შესაწირი და შესწირა [თანხები], ყველას სწირავს...ყველა კეთილსინდისიერ ადამიანს და კომპანიას სწირავს, რა თქმა უნდა, ეს არ არის კანონით აკრძალული საქციელი. მოტივაცია, რა მოტივაცია? მე მომწონს ეს მთავრობა, ეს წყობა. ღმერთმა დაგვიფაროს, ისინი მობრუნდნენ კიდევ. აი, ღმერთმა დაგვიფაროს.
[ჟურნალისტი: ერთი დარეკვით რომ აკეთებთ საქმეს, ეს მოგწონთ თქვენ?]რა საქმეს გულისხმობთ? აი, რა საქმეს...არაფერ საქმეებს არ ვაგვარებთ. ეგ იყო სისულელე და სულელურ საუბრებში, რაღაცებში...სულელურმა საუბრებმა გამოიწვია ის, რაც გამოიწვია. კი ბატონო, დამონტაჟებულიც არის და ფალსიფიცირება არის სრულიად. აი, ნული წამიდან დაწყებული, ბოლომდე, ყველაფერი არის აბსოლუტურად ტყუილი. სპეციალურად შეიყვანა შეცდომაში, ისეთი დამაბნეველი შეკითხვები დაუსვა, ბატონ ლუხუმს [ბექა ყორშიამ]. ჯერ ის კანონით აკრძალული საქციელი, რაც თვითონ ყორშიამ იკადრა. იქით დავრეკავ, აქეთ დავრეკავ, რაღაცა სისულელეები, აბსოლუტურად," - ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.
ასევე ნახეთ: