NATO ოჩამჩირის ბაზაზე | ხავიერ კოლომინას გზავნილები და "ოცნების" პასუხი

გამოქვეყნდა:

თუ ოჩამჩირეში რუსეთის მიერ დაანონსებული სამხედრო ბაზიდან NATO-ს თავს დაესხმიან, მაშინ ალიანსი შესაბამისად იმოქმედებს. ამის შესახებ სამხრეთ კავკასიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ განაცხადა. საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში კოლომინამ თქვა, რომ შავი ზღვის რეგიონი NATO-სთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა და ალიანსის სამხედრო გეგმების შემადგენელი ნაწილია. მან საქართველო-NATO-ს ურთიერთობებზეც ისაუბრა.თქვა, რომ საქართველოს მოსახლეობას აქვს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკური გეზისადმი და NATO გააგრძელებს საქართველოსთან ერთად მუშაობას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი