პარიზთან ახლოს, ბინაში 5 ადამიანის ცხედარი იპოვეს

გამოქვეყნდა:

საფრანგეთის პროკურატურამ სამშაბათს განაცხადა, რომ შობის დღეს პარიზთან ახლოს მდებარე ბინაში ხუთი ცხედარი იპოვეს. 

შემთხვევა ქალაქ მეოსში მოხდა, დაახლოებით 40 კილომეტრში პარიზის ცენტრიდან აღმოსავლეთით, ჩრდილოეთ ილ-დე-ფრანსის რეგიონში.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მსხვერპლი ქალი და მისი ოთხი მცირეწლოვანი შვილია.

საინფორმაციო ვებსაიტის Actu17-ის ცნობით, რომელმაც პირველად გაავრცელა ინფორმაცია, პოლიცია ეძებს 33 წლის მამას, რომელიც "გაქცეულია".

პოლიცია ჯერ არ აკონკრეტებს გარდაცვალების მიზეზს ან მსხვერპლთა ასაკს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი