ენმ-ის ქუთაისის ორგანიზაციის წევრები ყოფილ თანაგუნდელებს პოლიტიკურ თაღლითობაში ადანაშაულებენ

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის წევრები ყოფილ თანაგუნდელებს "პოლიტიკურ თაღლითობაში" ადანაშაულებენ. როგორც საკრებულოს დეპუტატები აცხადებენ, ნიკა მელიას თანაგუნდელებს ფრაქცია ენმ ამ დრომდე არ დაუტოვებიათ და პარტიის მოქმედი დეპუტატების ფრაქციიდან გარიცხვას გეგმავენ.

"ნაციონალურ მოძრაობაში" დარჩენილები აცხადებენ, რომ ყოფილი თანაგუნდელები კანონს არღვევენ და ამ დრომდე ხელფასებს იმ ფრაქციიდან იღებენ, რომელი პარტიის წევრებიც აღარ არიან.

ამასთან, ოპოზიციონერი დეპუტატის, გიგა შუშანიას მტკიცებით, მელიას გუნდის წევრები ვერ ახერხებენ ფრაქციისთვის სახელის შეცვლას, ამიტომ ცდილობენ, ფრაქციის წევრები გარიცხონ.

"თქვენ კარგად გახსოვთ დარეჯან ფხაკაძე, რომელმაც დატოვა თვეების წინ "ნაციონალური მოძრაობა" და "ქართულ ოცნებას" შეუერთდა. ეს ადამიანი დღემდე არ გაურიცხია ნიკა მელიას წასულ წევრებს ფრაქციიდან და მათი ხმებით აპირებენ ჩვენს გარიცხვას. იმ ადამიანების გარიცხვას, რომლებიც დარჩნენ "ნაციონალურ მოძრაობაში," რომლებიც წლებია ამ ფრაქციის სახელით ქუთაისელთა პრობლემებზე საუბრობენ. ეს არის, ჩვენი აზრით, პოლიტიკური თაღლითობა, პირადი სარგებლის, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით. იმიტომ, რომ ეხლა იმის გამო, რომ გიგა შუშანია, ხათუნა არველაძე, ლაშა შალამბერიძე, კახა გაბუნია, რომელიც დაჭერილი იყო და ანა კოხრეიძე, მოგებული მაჟორიტარი გააგდო ფრაქციიდან, რომ თურმე ჩვენ არ ვეთანხმებით ფრაქცია ენმ-ის პოლიტიკას და მელიასთან გადაბარგებული ადამიანები არიან ერთგულნი ამ პარტიის, ეს არის, კიდევ ერთხელ ვამბობ, პოლიტიკური თაღლითობა. და ხელფასებზე, კონკრეტული ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით გადადგმული ნაბიჯი...

ნორმალური პოლიტიკური ეთიკა გულისხმობს იმას, რომ უნდა დატოვო მანდატი, როდესაც ერთი პოლიტიკური პარტიის ამომრჩევლების ხარჯზე ხარ შესული საკრებულოში, როდესაც ტოვებ ამ პარტიას, საკრებულოც უნდა დატოვონ. ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ, დროზე დაწერონ, უარი თქვან ამ პოლიტიკურ თაღლითობაზე. ეს არის წესდების უხეში დარღვევა. ეს არის საქართველოს კანონმდებლობის თვითმმართველობის კოდექსის უხეში დარღვევა," - ამბობს შუშანია.

პარტიიდან წასულებმა ბრალდებებს სპეციალური განცხადებით უპასუხეს.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი