"შედეგის მისაღწევად მთავრობამ და პარლამენტმა იმუშავეს" | დარჩიაშვილი განმარტავს, რატომ არ მიიწვიეს პრეზიდენტი ამბასადორიალზე

გამოქვეყნდა:

საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი განმარტავს, რატომ არ მიიწვიეს პრეზიდენტი ელჩების ყოველწლიურ კონფერენციაზე.

მისი მტკიცებით, კონფერენცია "იმ კონკრეტულ ქმედებებს" ეძღვნება, რომელიც საქართველოს მთავრობამ, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ და პარლამენტმა განახორციელეს. 

"წლევანდელი კონფერენცია მიძღვნილია იმ კონკრეტულ ქმედებებზე, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ, საქართველოს მთავრობამ, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ და საქართველოს პარლამენტმა, რადგან ეს ორი შტო იყო პრაქტიკულად პასუხისმგებელი ამ მნიშვნელოვან მიმართულებებზე. შესაბამისად, ელჩების წლევანდელი კონფერენცია ამ მოტივით იყო აწყობილი და ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას სამუშაო რეჟიმში. რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის მოწვევას - შარშან საქართველოს პრეზიდენტი იყო მოწვეული, სამწუხაროდ, მან არ მიიღო მონაწილეობა, თუმცა წლევანდელ კონფერენციას როგორც გითხარით ფორმატი ჰქონდა შემდეგი და იმის გათვალისწინებით, რომ მთელი წლის განმავლობაში საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება და საპარლამენტო განზომილება, რომელიც მთავარი ხელისუფლების შტოა, რომელიც მუშაობდა ამ შედეგის მისაღწევად და სწორედ, ამ ლოგიკით იყო ეს ფორმატი აწყობილი," - ამბობს დარჩიაშვილი [IPN].

შეგახსენებთ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ელჩების კონფერენციაზე დასასწრებად საქართველოს პრეზიდენტს მოწვევა არ მიუღია.

"მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი