კარგით რა, რომელ დესტაბილიზაციაზე... - ასე პასუხობს საგარეო საქმეთა მინისტრი ჟურნალისტებს შეკითხვაზე, რა იგულისხმა პაპუაშვილმა, როცა თქვა, რომ მომავალ წელს "დესტაბილიზაციას ელოდება".
ილია დარჩიაშვილს ამ საკითხზე მეტი კომენტარი არ გაუკეთებია.
შეგახსენებთ, თბილისში მიმდინარე ელჩების კონფერენციაზე პარლამენტის თავმჯდომარემ მომავალ საარჩევნო წელს, "მოსალოდნელ პროვოკაციებზე, არეულობასა და არასტაბილურობაზე" ილაპარაკა და დიპლომატებს დავალება მისცა , რომ "ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციული კამპანიის მხილება" მათი მოვალეობაა.