27 დეკემბერს თბილისში შუქი ისევ მთელი დღით ჩაქრება | ჩამონათვალი

გამოქვეყნდა:

27 დეკემბერს თბილისში შუქი ისევ მთელი დღით ჩაქრება - ინფორმაციას და ჩამონათვალს კომპანია "თელასი" ავრცელებს:

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი თხინვალას, სოფელი ლისის, ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, მხატვრების დასახლების, ფერმწერთა და ვარაზის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეტრიწისა და ფარნავაზ მეფის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, იმედაშვილის, არდაზიანის, შარტავას, ვაზისუბნის, ზემო ვეძისის, გოთუას, მგალობლიშვილის, გაგარინის, კანდელაკის, სახოკიას, ჩერქეზიშვილის, დარასელიას, ლვოვის, ონიაშვილის, ოდესის, ზოვრეთის, ქანთარიას, ანაგის, ალმასიანის, აფაქიძის, კვერნაძის, ბერბუკის, ასლანიდის, ალექსიძის, ბოჭორიშვილის, ფიზკულტურის და ტყვარჩელის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხვიჩიას და შარტავას ქუჩების მოსახლეობას.   

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 19:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), კასპის, წინანდლის და ივერიელის ქუჩების   მოსახლეობას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი