სრულფასოვანი განათლების მიღების ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორი სიღარიბეა | IDFI

გამოქვეყნდა:

სრულფასოვანი განათლების მიღების ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორი სიღარიბეა. ამის შესახებ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) PISA-ს 2022 წლის შედეგებზე დაყრდნობით ავრცელებს

ორგანიზაციის თანახმად მოსწავლეების უმეტესობას ხელი არ მიუწვდებათ საგანმანათლებლო მასალებზე და ვერ ერთვებიან შემეცნებით/სპორტულ აქტივობებში.

ანალიზში მიმოხილულია 10 მიზეზი, რასაც შესაძლებელია უარყოფითი გავლენა ჰქონდეს ქვეყანაში განათლების სისტემის განვითარებაზე:

  1. სიღარიბე;
  2. სასკოლო ინფრასტრუქტურა; 
  3. მასწავლებლის კვალიფიკაცია;
  4. სკოლის პოლიტიზება/დამოუკიდებლობის დაბალი ხარისხი
  5. სკოლების დაფინანსება
  6.  სასკოლო პროგრამა და მოსწავლეთა შეფასების სისტემა; 
  7. COVID-19 პანდემია;  
  8. მოსწავლეთა დაბალი მოსწრება;
  9. დაბალი ინკლუზიურობა;
  10. მშობლების ჩართულობა.

IDFI-ის კვლევის თანახმად, საქართველოში მცხოვრები ბავშვების 60%-ზე მეტს მინიმუმ ერთი მატერიალურ-სოციალური დანაკლისი აქვს. ასეთი დანაკლისი სოფლად მცხოვრები ბავშვების თითქმის ნახევარს - 47%-ს აქვს. ბავშვების 37.8%-თვის ოჯახები სამ ან მეტ საჭიროებას ვერ უზრუნველყოფენ, რაც აღემატება ბავშვებში აბსოლუტური სიღარიბის დონეს - 19.6%-ს. ბავშვების 23.4%-ს მხოლოდ მატერიალური და სოციალური დანაკლისი აქვს, 5.3%-ს აბსოლუტური სიღარიბე, ხოლო ბავშვების 14.3% ერთდროულად ორივე პრობლემის წინაშეა. მესამედზე მეტი არ იკვებება სკოლაში და მატერიალური მდგომარეობის გამომდინარე, მოსწავლეთა 45%-ს არ აქვს მისთვის სასურველი სულ მცირე ერთი საგანმანათლებლო მასალა: კომპიუტერი, წიგნი, სახატავი და ა.შ.

შეგახსენებთ, PISA-ს განათლების კვლევაში საქართველოს 2022 წლის შედეგები, 2018 წელთან შედარებით, მათემატიკასა და კითხვაში გაუარესდა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში კი მცირედით გაუმჯობესდა. სამივე ნაწილში, საქართველო ჩამორჩება OECD-ის საშუალო მაჩვენებლებს. მათემატიკაში OECD-ის საშუალო მაჩვენებელი 472, კითხვაში - 476, ხოლო საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში 485 ქულაა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი