ნიუ-დელიში, ისრაელის საელჩოსთან აფეთქება მოხდა

გამოქვეყნდა:

ნიუ-დელიში, ისრაელის საელჩოსთან აფეთქება მოხდა. ამის შესახებ საელჩოს წარმომადგენლებმა Reuters-ს 
განუცხადეს.

"ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ დაახლოებით 5:20 საათზე იყო აფეთქება საელჩოს სიახლოვეს." -  განუცხადა გამოცემას ისრაელის საელჩოს სპიკერმა, გაი ნირმა.

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აფეთქების შედეგად საელჩოს თანამშრომლები არ დაშავებულან. ისრაელის ხელისუფლება ინდოელ კოლეგებთან აფეთქების მიზეზების გამოსაძიებლად თანამშრომლობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი