ტერორისტული საფრთხის გამო, გერმანიაში, კიოლნის საკათედრო ტაძარი ტურისტებისთვის განუსაზღვრელი ვადით დაიკეტა.
"ყველა ლიტურგიკული წირვა ტარდება, მაგრამ, სამწუხაროდ, ტურისტების შემოსვლა შეუძლებელია" - განაცხადა ტაძრის დაცვის სამსახურის უფროსმა ოლივერ გასენმა.
შეგახსენებთ, რომ გერმანიაში, ავსტრიასა და ესპანეთში, საშობაოდ ტერაქტების საფრთხის გამო, უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს.
მანამდე გერმანულმა გამოცემა BILD-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გერმანიის, ავსტრიისა და ესპანეთის ხელისუფლებამ მიიღო ინფორმაცია, რომ ისლამისტი ტერორისტები საშობაოდ და ახალ წელს ტერაქტებს გეგმავენ.