პატიმრების შიმშილი და გაფიცვა ბათუმის ციხეში | ახალი რეგულაციები მსჯავრდებულებს

გამოქვეყნდა:

ბათუმის მესამე მკაცრი რეჟიის დაწესებულება კვლავ ყურადღების ეპიცენტრშია. პატიმრები, პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს. მეორე დღეა ათამდე მსჯავრდებული ციხეში არსებულ გაუსაძლის პირობებს აპროტესტებს, რასაც ამანათებისა და ფოსტის აკრძალვა დაემატა. 

ეს არის ციხე, საიდანაც "მთავარმა არხმა" ბოლო პერიოდში რამდენიმე წერილი მიიღო, სადაც პატიმრები უკიდურესად მძიმე ვითარებაზე საუბრობდნენ. მსჯავრდებულებისა და ბრალდებულების თქმით, ციხის ადმინისტრაციის მხრიდან მათზე მუდმივად ხორციელდება ფსიქოლოგიური ზეწოლა. ადმინისტრაცია გაუგებარი მიზეზით იყენებს მათ დასასჯელად კარცერს და დეესკალაციის ოთახს, სადაც ხშირ შეთხვევაში რამდენიმე დღითაც ტოვებენ. 

 

პროტესტი გმირთა მოედანზე | "მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი