ქართველ ემიგრანტებს საარჩევნო პროცესში სრულყოფილად ჩართვის შესაძლებლობა არც 2024 წლის არჩევნებზე ექნებათ. ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრები მოქალაქეების მოთხოვნის მიუხედავად, "ოცნების" ხელისუფლება ამ დროისთვის არ აპირებს დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნას, რაც იმას ნიშნავს, რომ გადამწყვეტ საპარლამენტო არჩევნებზე მილიონამდე ხმა დაკარგვის საფრთხის წინაშე დგას. ოლიგარქიული რეჟიმის გაცხადებული პოზიციის მიუხედავად, ემიგრანტები დანებებას არ აპირებენ და 45 ქალაქში დამატებითი საარჩევნო უბნის გახსნის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ.