70 წლის შემდეგ პირველად, პეკინში რეკორდულად დაბალი ტემპერატურა, -40 გრადუსი დაფიქსირდა

გამოქვეყნდა:

ჩინეთის დედაქალაქ პეკინში, 70 წლის შემდეგ პირველად, რეკორდულად დაბალი ტემპერატურა ფიქსირდება. Reuters-ის ცნობით, ჩინეთის ჩრდილოეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილებში რეკორდული სიცივე გასული კვირის შემდეგ ფიქსირდება. მედიის ცნობით, ზოგიერთ რეგიონში ტემპერატურა - 40 გრადუსს ცელსიუსს უდრის.

ადგილობრივი მეტეოროლოგიური სადგურების ინფორმაციით, 11 დეკემბრის შემდეგ 0-ს ქვემოთ ტემპერატურა ზედიზედ 300 საათის განმავლობაში გაგრძელდა, რაც 1951 წლის რეკორდს მნიშვნელოვნად აღემატება. 

ამავე პერიოდში პეკინში -10 გრადუსი ზედიზედ 9 დღის განმავლობაში ფიქსირდებოდა.

შესაბამისად, ჩინეთის პროვინცია ჰენანის მოსახლეობა სახელმწიფოსგან გამათბობლებით მომარაგებას ელოდება, ხოლო თერმული პროდუქციის მიმწოდებელი კომპანია მიწოდებას ცდილობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი