"ქართული ოცნება" საკუთარი თავის წინააღმდეგ. მმართველმა პარტიამ დიდი პაუზის შემდეგ გამოაქვეყნა ევროკავშირის ახალი მოთხოვნების შესასრულებელი გეგმა. და ეს გეგმა ფაქტობრივად მმართველი პარტიის ჩამოშლას აანონსებს.
ფაქტობრივად ყველა პუნქტი, რომლის შესრულებაც აუცილებელია წევრობის საკითხზე მოლაპარაკებების დასაწყებად, ეწინააღმდეგება ხელისუფლების კურსს და ფარულ სტრატეგიას. მაგალითისთვის შეიძლება დასახელდეს ევროკავშირის მოთხოვნა, რომ საქართველოში შეწყდეს ევროპული ღირებულებების წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციული კამპანია - არადა ამ კამპანიას სწორედ "ქართული ოცნება" წარმართავს.