"ფოტორობოტის მიხედვით ვეძებთ არაადამიანს, ვინც ჩემს შვილს სიცოცხლე წაართვა" | 12 წლის ანას დედა

გამოქვეყნდა:

"ფოტო რობოტის მიხედვით ვეძებთ არაადამიანს, ვინც ჩემს შვილს სიცოცხლე წაართვა", - წერს სოციალურ ქსელში დიდ დიღომში საეჭვო ვითარებაში დაღუპული 12 წლის ანა იანუშაიტიტეს დედა. როგორც ნატო ხუტაშვილი წერს, ინფორმაციის მომწოდებელი 10 000 დოლარით დაჯილდოვდება.

"გთხოვთ გააზიაროთ! ამ ფოტო რობოტის მიხედვით ვეძებთ არაადამიანს ვინც ჩემს შვილს სიცოცხლე წაართვა.გთხოვთ კარგად დააკვირდეთ, ინფორმაციის მომწოდებელი დაჯილდოვდება 10 000 $. ანონიმურობა გარანტირებულია" - წერს ნატო ხუტაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ანა იანუშაიტიტე 16 მარტს ღამით დიდ დიღომში გაუჩინარდა. მანამდე 12 წლის გოგონა მისი სახლის მიმდებარედ სეირნობდა, შემთხვევამდე  ის არაერთმა მეზობელმა ნახა.  მთელი ღამის ძებნის შემდეგ, 17 მარტს დაახლოებით 2 საათზე  გოგონა დაღუპული იპოვეს.

ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, 12 წლის ანას სხეულზე 39 დაზიანება ჰქონდა, აღენიშნება სისხლნაჟღენთები და ნაჭდევებიც.

ოჯახი და ადვოკატები სიმართლის დასადგენად და დამნაშავის გამოსავლენად ახლა  კომპლექსური ექსპერტიზის ჩატარებას და საქმეში საერთაშორისო და დამოუკიდებელი ექსპერტების ჩართვას მოითხოვენ.  

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი