ხაშურის საავადმყოფოში 15 წლის მოზარდმა იმშობიარა

გამოქვეყნდა:

ხაშურის საავადმყოფოში 15 წლის მოზარდმა იმშობიარა - ინფორმაციას რეგიონული გამოცემა "მოზაიკა" ავრცელებს. როგორც მათ წყარო უყვება, არასრულწლოვანი 27 კვირის ორსული იყო, როდესაც ხაშურის ერთ-ერთ თავშესაფარში მიიყვანეს.

"გოგონამ ბავშვი გუშინ, ხაშურის რეფერალური საავადმყოფოს ექიმების დახმარებით გააჩინა. ბავშვიც და დედაც გუშინვე თბილიში გადაიყვანეს", - უთხრეს გამოცემას.

გამოცემის ინფორმაციით, გოგო არაოფიციალურად იყო დაოჯახებული. არასრულწლოვანი წარმოშობით კახეთიდანაა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი