ავთანდილ თალაკვაძის ხელფასი ₾6 000-ს გადააჭარბებს | ოზურგეთში ხელფასები გაიზარდეს

გამოქვეყნდა:

ოზურგეთის მუნიციპალურმა საკრებულომ დღეს გამართულ მორიგ სხდომაზე, ოზურგეთის 2024 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ბიუჯეტის მიხედვით, ოზურგეთის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებს ყოველთვიური ხელფასები 10%-ით გაეზარდათ.

მაგალითისთვის, ოზურგეთის მერის, ავთანდილ თალაკვაძის ხელფასმა 6 000 ლარს გადააჭარბა, ისევე როგორც საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას ხელფასის ოდენობამ.

სხდომა ოპოზიციისა და უმრავლესობის  დაპირისპირებების ფონზე მიმდინარეობდა. ხელფასის მატებას ოპოზიცია აპროტესტებდა, მოგვიანებით მათ სხდომათა დარბაზი დატოვეს და კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ.

ავტორი: ვლადიმერ მენაბდე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი