ქუთაისის ბულვარში კაფე "სავანეს" დემონტაჟი იწყება. პოლიციამ ტერიტორია ყვითელი ლენტით შემოსაზღვრა და შენობის ნგრევა უნდა დაიწყოს. "სავანეს" დემონტაჟს მეპატრონეები და ადგილობრივები აპროტესტებენ.
ადგილზე ხმაური და დაპირისპირებაა.
შეგახსენებთ, რომ კაფე "სავანე" ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში მდებარეობს. სასამართლომ მისი დანგრევის გადაწყვეტილება გამოიტანა ისე, რომ შენობა იუსტიციის სახლის საბუთებში არ არსებობს. კაფეს მეპატრონეები ქუთაისის მარიას საკუთრების წართმევაში ადანაშაულებენ.
რამდენიმე დღის წინ კაფეს მეპატრონე, გიორგი ტურაბელიძე, ქალაქის მერს სიტყვიერ და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაშიც ადანაშაულებდა.