"რუსებო, მონებო..." | ქუთაისში დემონტაჟი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს, პოლიციამ კაფე-ბარის კარი ჩაამტვრია

გამოქვეყნდა:

ქუთაისის ბულვარში კაფე-ბარ "სავანეს" დემონტაჟი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. პოლიციამ შენობის კარი ჩაამტვრია, ჩამსხვრეულია მინებიც. ამ წუთებში შენობიდან ინვენტარი გამოაქვთ, შემდეგ კი, სავარაუდოდ, მის ნგრევას დაიწყებენ. პერიმეტრი ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. 

"რუსებო, მონებო..."  - კაფეს ნგრევას მოქალაქეები ამ შეძახილებით აპროტესტებენ. მანამდე ისინი პოლიციას სთხოვდნენ, რომ ამ პროცესში მონაწილეობა არ მიეღოთ, თუმცა, უშედეგოდ. ცოტა ხნის წინ ადგილზე ვითარება განსაკუთრებით დაიძაბა. დააკავეს რამდენიმე პირი.

"აქ რაც ხდება არის პირდაპირ არა მარტო ერთი ადამიანის ინტერესი, არამედ სახელმწიფო საჯარო სამსახური, მერიაა დაინტერესებული, რომ პიროვნებას, რომელსაც 1973 წლის შემდეგ ეს ქონება მის ხელთაა, წაართვან," - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

შეგახსენებთ, რომ კაფე "სავანე" ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში მდებარეობს. მისი დანგრევის გადაწყვეტილება ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მიიღო. კაფეს მეპატრონეებმა აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს და დავა ჯერ კიდევ მიმდინარეობს. 

რამდენიმე დღის წინ კაფეს მეპატრონე, გიორგი ტურაბელიძე, ქალაქის მერს სიტყვიერ და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაშიც ადანაშაულებდა.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი