დიდ დიღომში საეჭვო ვითარებაში დაღუპული 12 წლის გოგონას დედა სავარაუდო დამნაშავის ფოტო რობოტს აქვეყნებს და ამ პიროვნებაზე ინფორმაციის მიმწოდებელს ფულად ჯილდოს ჰპირდება. ოჯახი ჰყვება,რომ ფოტორობოტი პროკურატურას საქმის მასალებში უკვე სამი თვეა აქვს,თუმცა ამ დრომდე რეაგირება არ ყოფილა. "მთავარი არხი" დიდ დიღომში მცხოვრებლებს ესაუბრა, ერთ-ერთმა ადგილობრივმა ფოტორობოტზე აღბეჭდილი მამაკაცი ამოიცნო.
ფოტორობოტის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ დედის მიერ, გუშინ გავრცელებული ფოტორობოტი შექმნილია შსს საექსპერტო-კრიმინალისტური დეპარტამენტის მიერ, 2023 წლის 20 სექტემბერს.