ვანდალიზმი და უპატივცემულობა ქუთაისის და მისი მოქალაქეების - ასე აფასებენ კაფე-ბარ "სავანეს" ისტორიული შენობის მეპატრონეები მათი საკუთრების ნგრევას. დემონტაჟი ამჟამად ხმაურისა და მწვავე დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. გამოიტანეს ინვენტარი. პოლიცია კი შენობაში შესაღწევად "სავანეს" შუშებს ამტვრევს.
"ის, რაც 12 წლის განმავლობაში "ქართლი ოცნება" სხვას აბრალებდა, სისხლის მსმელები და სხვისი ქონების მიმტაცებლები არიან ქართული ოცნების წევრები. ირაკლი გიორგაძე - მერიის იურისტი გვიმტკიცებდა, რომ ეს შენობა არის საძირკვლის გარეშე. საძირკვლის გარეშე შენობას ვერ ანგრევენ" ამბობს ერთ-ერთი მესაკუთრე გიორგი ტურაბელიძე.
აღსანიშნავია, რომ შენობის დემონტაჟზე გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოშია გასაჩივრებული და პროცესი თებერვალშია ჩანიშნული, თუმცა ქუთაისის მერიამ სასამართლოს გადაწყვეტილებას არ დაელოდა და დღეს მას ბულდოზერები მიაყენა.