ავსტრალიაში შტორმს სულ მცირე 10 ადამიანი ემსხვერპლა

გამოქვეყნდა:

ავსტრალიაში 25-26 დეკემბერს ძლიერ შტორმს, სულ მცირე, 10 ადამიანი, ემსხვერპლა. გარდაცვლილებს შორის ერთ-ერთი 9 წლის ბავშვია.

როგორც BBC წერს, გარდაცვლილთა დიდი ნაწილი ქუინსლენდის შტატიდან იყო, სადაც 10 000 ათასობით ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

წყალდიდობისა და დამანგრეველი ქარის შედეგად ასევე დაზარლდა ვიქტორიასა და ახალი სამხრეთ უელსის შტატი. ზოგიერთ რეგიონში ქარი იმდენად ძლიერი იყო, რომ შენობებს სახურავები ახადა, ხეები წააქცია და ელექტრობოძები დააზიანა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი